www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ლიდერ-ფუდი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

კომპანია "ლიდერფუდი" 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპროდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. "ლიდერფუდი" მრავალწლიანი ისტორიით, მაღალი ხარისხითა და წარმოების ევროპული სტანდარტების დაცვით წარმოადგენს სწრაფად მზარდ და განვითარებად კომპანიას საქართველოში.

შპს "ლიდერი-ფუდი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს ქ. ქუთაისში, დისტრიბუტორის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი: ქ. ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1100-1300 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს დისტრიბუტორის საქმიანობას:

** კომპანიაში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** მაღაზიათა ქსელის მომარაგება შეკვეთების შესაბამისად;
** სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლისთვის მიწოდებული პროდუქციის მითვლა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2024 წლის 7 მარტამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@liderfood.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 187 070

შპს "ლიდერი-ფუდი" გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |