www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ალგი აუდიტი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

აუდიტორული კომპანია "ალგი აუდიტი" აცხადებს სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში.

"ალგი აუდიტი" მრავალი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმოება ეწოდება.

სტაჟირების პირობები:

** ხანგრძლივობა: 3 თვე - სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი დასაქმდება კომპანიაში
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე ი. აბაშიძის ქუჩა
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** სტაჟირება ანაზღაურებადია

სტაჟირების კურსის ფარგლებში ისწავლით:

** პირველადი დოკუმენტაციის სახეობების შესწავლა;
** აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობა;
** აუდიტის პროცესის შესრულებას აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
** ფინანსური რეპორტინგის საფუძვლები;
** სხვადასხვა ტიპის სამუშაო ფაილების დამუშავება/მოწესრიგება;
** მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების განხრით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** IFRS და ISA სტანდარტების ცოდნა, მინიმუმ საბაზისო დონეზე;
** უპირატესობად ჩაითვლება ACCA ჩაბარებული დონეები;
** ბუღალტრული გატარებების თეორიული ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე;
** Microsoft საოფისე პროგრამების განსაკუთრებით Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** შრომისმოყვარე;
** მოტივირებული;
** კომუნიკაბელური;

პროგრამის ფარგლებში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ "სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში".

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |