www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს არქიტექტორის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი და არსებული კომერციული ობიექტების ნახაზების მომზადება;
** აზომვითი ნახაზების შედგენა;
** ობიექტზე არსებული და საჭირო ინვენტარის აზომვა და ელექტრონულ ნახაზზე გადატანა;
** ობიექტის არქიტექტურული მხარის მომზადება (გეგმარება, კონსტრუქციული ნახაზები);
** ობიექტების ტექნიკური ნახაზის შედგენა;
** რეგულაციური მოთხოვნების შესაბამისად, კომპანიის შესაბამის რგოლებთან უშუალო კომუნიკაცია;
** მერიასთან პროექტების შეთანხმება;
** მერიის პორტალზე მონაცემების ატვირთვა;
** ობიექტის 3D ვიზუალური ესკიზებისა და ფოტო მონტაჟის მომზადება;
** საამქროებისთვის დასამზადებელი ინტერიერის ნახაზების მომზადება.

მოთხოვნები:

** კომპიუტერული უნარები: ArchiCAD, AutoCAD, Photoshop, 3D`s Max;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
** საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "არქიტექტორი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |