www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" ფლობს საქართველოში პირველ კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურს, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2015 წელს და განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში.

ვაკანტური პოზიცია: საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის 2ბ.

შენიშვნა: თანამშრომლების გადაადგილებას/ტრანსპორტირებას თბილისი-გარდაბნის მიმართულებით, უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

სახელფასო დიაპაზონი 2000-2500 დარიცხული.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს-გეგმის (რომელიც ნაღდი ფულის მიმოქცევის პროფორმა უწყისს წარმოადგენს) შექმნა და კონტროლი
** კომპანიის ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი სახსრების მოძრაობა) მომზადება
** საბანკო გადარიცხვების მომზადება და კონტროლი საგადახდო დავალებების მეშვეობით
** ბანკებთან კომუნიკაცია და თანხების განთავსების ოპტიმიზაცია

მოთხოვნები:

** კურსდამთავრებული/მეოთხე კურსის სტუდენტი კარგი აკადემიური მოსწრებით
** სასურველია ფინანსისტის ან აღმრიცხველის (ან სტაჟიორის) სამუშაო გამოცდილება
** სასურველია სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C, ORIS ბუღალტერია ან სხვა)
** რიცხვების სწრაფად დამუშავების უნარი, MS Excel-ის ცოდნა
** ყურადღება, ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ტელეფონი
** ტრანსპორტით უზრუნველყოფა

განაცხადების (CV) მიღება განხორციელდება 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით - შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე - vacancy@gardabanitpp.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |