www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Kitchen and Living by Gastronome
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

"Kitchen and Living by Gastronome" არის წამყვანი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში, როგორიცაა: Josper, La Marzocco, Berkel, Alfa Forni, Delivita, Henkelman, Coravin, Mazzer, Spiegelau, Peugeot და ა.შ.

ვებგვერდზე: https://kitchenandliving.ge/
Facebook: https://www.facebook.com/kitchenliving.gastronome
Instagram: https://www.instagram.com/kitchenliving.gastronome

"Kitchen and Living by Gastronome" -ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული კორპორატიული კლიენტების პორტფოლიოს მართვა
** ადგილობრივი ბაზრის მონიტორინგი და ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება
** კორპორატიული შეთავაზების გაკეთება სამიზნე აუდიტორიისთვის, მოლაპარაკებების წარმოება.
** მომხმარებლის საჭიროების მიხედვით ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია
** გაყიდვების გაზრდის სტრატეგიაზე მუშაობა
** უცხოელ პარტნიორებთან/მომწოდებლებთან კომუნიკაცია პროდუქციის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით
** კორპორატიული სერვისის სრული ციკლის მართვა და მონიტორინგი: პროდუქციის მოძიებაში მონაწილეობის მიღება ბრენდ მენეჯერებთან ერთად; შეთავაზების მომზადება; დამკვეთისთვის პროდუქციის ჩაბარება.

მოთხოვნები/უნარები:

** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, HORECA მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სამუშაო გამოცდილება და ცოდნა ტექნიკა/ დანადგარების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** Excel-ის ცოდნა.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 29 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |