www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აღმასრულებელი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სასტუმრო "Glarros OldTown"-ის კონცეფცია 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ გახსნილი პირველი ობიექტი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group.

Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ ფასეულობების არასრული ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown - ში დახვდებათ.

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამენ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას.

სასტუმროში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ.
ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი - Gastromania, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს.

Glarros OldTown ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Managed by HSC Group
http://www.hscgroup.ge
A Good Place to Be

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

LinkedIn - https://www.linkedin.com/company/glarros-oldtown/
Facebook - https://www.facebook.com/glarrosoldtown
Website - http://www.glarros.com
HSCgroup website - http://www.hscgroup.ge

სასტუმრო "Glarros OldTown" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი
** პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით)
** სტუმართ-მასპინძლობის სფეროში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** ინგლისური ენის სრულყოფილ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა
** მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@glarros.com. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების აღმასრულებელი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |