www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2;
** სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-18:00 სთ-მდე ან 08:30-17:30სთ-მდე);
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე;

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება;

ძირითადი მოვალეობები:

** უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
** უნივერსიტეტის აკადემიური პროფილის შესაბამისი თემატური დასაქმების დღეების ორგანიზება;
** სტუდენტური დასაქმების ფორუმისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმის ორგანიზება;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინტერესების შესაბამისი ვაკანსიების გავრცელება;
** დამსაქმებელთა ბაზის განვითარება და მათთან პერიოდული კომუნიკაცია;
** უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შემდგომი განვითარების მიზნით, შრომის ბაზრის კვლევასა და დამსაქმებელთა საჭიროებების გამოკვლევაში ჩართულობა, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
** სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შრომის ბაზრის მოთხოვნებისთვის მომზადება და შესაბამისი ვორქშოპების, სესიებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების ორგანიზება;
** სტაჟირებებისა და სასწავლო პრაქტიკის კომპონენტების გაძლიერების მიზნით, პარტნიორული ქსელის გაფართოება და კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობის განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა, საუბარი).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: hr@ibsu.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი " ელექტრონული ფოსტის სათაურის გრაფაში.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 29 თებერვალი.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |