www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მონდე დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

"მონდე დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე პროექტის ან პროექტების სრულყოფილად შესწავლა
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
** სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრის ჩანიშვნა (გაყიდვების მენეჯერს არ უწევს პოტენციური კლიენტების მოძიება-მოზიდვა)
** სათაო ოფისში ან ობიექტზე მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება და ბინის შერჩევა
** კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე (საოპერაციო საკითხების მოგვარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები არ ეხება გაყიდვების მენეჯერს)

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
** კრეატიული აზროვნება
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
** დროის მართვის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + მზარდი ბონუსი (1500 - 5000 ლარი)

ბენეფიტები:

** უძრავი ქონების გაყიდვების ტრენინგი
** ულიმიტო სასაუბრო
** თვის ჭრილში 100-200 პოტენციური კლიენტი მენეჯერზე კომპანიის მხრიდან

ოფისის მისამართები:

** სათაო ოფისი: თბილისი, საბურთალო, ბიძინა კვერნაძის 7/პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლის გვერდით)
** ობიექტზე ოფისი: დიღომი, ანდრონიკაშვილის 1
** ობიექტზე ოფისი: დიდი დიღომი, იბერის ქუჩა 22
** ობიექტზე ოფისი: ვარკეთილის მეორე რიგი (სვანების ბაზრობასთან)
** ობიექტზე ოფისი: ვაზისუბანი, ნიკო მუსხელიშვილის 12
** ობიექტზე ოფისი: ვაშლიჯვარი, მაჭავარიანის ქუჩა (ემუხვარის ქუჩა 12)
** სამუშაო საათები 11:00 -19:00 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე მეილზე mondeegroup@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |