www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: E-Motors Georgia
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

"E-Motors Georgia" არის ჩინური ელექტრო ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებლების ერთადერთი ექსკლუზიური დისტრიბუტორი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Dongfeng, Chery, Dayun, Im Saic Motors, Jetour. შესაბამისად, გეძლევათ მრავალფეროვანი არჩევანი და შესაძლებლობა, რომ აიღოთ სწორი მიმართულება მომავლისკენ.

"E-Motos Georgia"-ს გუნდში ვეძებთ გაყიდვების წარმომადგენელს 6 თვიანი მარკეტინგული პროექტისთვის. 6 თვიანი პროექტის დასრულების შემდგომ, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, გთავაზობთ ჩვენს შოურუმში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებას.

სამუშაო ლოკაცია: სავაჭრო ცენტრი (მოლი)
ანაზღაურება: 800 ლარი ხელზე ასაღები, + ბონუსი გაყიდული ავტომობილიდან
სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის სრულყოფილად შესწავლა;
** დაინტერესებული მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა, სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან დაინტერესებული მომხმარებლის მოთხოვნების, მომხმარებლის რაოდენობის და სხვა მოთხოვნილი ინფორმაციის შესახებ;
** სპეციალური შეკვეთის შემთხვევაში კლიენტისგან სრული ინფორმაციის მიღება და ბიზნეს განვითარების დეპარტამენტისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: Vacancy@emotors.ge. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითეთ პოზიცია - "გაყიდვების წარმომადგენელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |