www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზების ანალიტიკოსის ვაკანსია დაგაინტერესებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24 ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ;

შენი, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზების ანალიტიკოსის მთავარი ფუნქციები იქნება:

** ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელის მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** არსებული რეპორტების ოპტიმიზაცია და ბიზნესის მიერ მოთხოვნილი რეპორტების აგება;
** სააღრიცხვო პროგრამის მიმართ რეკომენდაციების და მოთხოვნების ჩამოყალიბება;

გამოგვეხმაურე, თუ:

** ხარ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული (სასურველია ჯანდაცვის კუთხით);
** გაქვს სადაზღვევო კომპანიაში, ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** იცი საოფისე პროგრამები მაღალ დონეზე (განსაკუთრებით Excel);
** იცი ინგლისური ენა.

ვეძებთ ჩვენიანს:

** პასუხისმგებლიანს;
** ორგანიზებულს;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
** საქმეზე კონცენტრირებულს;

როგორ ვიზრუნებთ შენზე?

გთავაზობთ:

** საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
** შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
** მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაგახვედრებთ:

** საინტერესო საქმეს;
** მრავალფეროვნებას;
** სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;

თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@tbcinsurance.ge 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. თემის ველში კი მიუთითე ვაკანსიის დასახელება "ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზების ანალიტიკოსი"

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |