www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოწვეული ლექტორი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, კერძოდ მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამაზე ცხადდება ვაკანსია მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსებში:

1. მარკეტინგის საფუძვლები - 2 ვაკანსია (ქართული, ინგლისური სექტორი).
2. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები - 1 ვაკანსია (ინგლისური სექტორი).
3. საერთაშორისო მარკეტინგი - 1 ვაკანსია (ქართული, ინგლისური სექტორი)
4. ბიზნეს მარკეტინგი - 1 ვაკანსია (ქართული სექტორი).
5. რეკლამა - 1 ვაკანსია (ინგლისური სექტორი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი/მომიჯნავე მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამის დარგში მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება ან სპეციალური მომზადება ან დარგის შესაბამისი არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო და/ან პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამისი დონე;
** მიმართულების არაშესაბამისი (გარდა მომიჯნავესა) სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ სამ პირობას:

1) დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);
2) დარგში სპეციალური მომზადება;
3) დარგში არანაკლებ 1-წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, დიპლომის ასლი და განაცხადის ფორმა (რომელიც შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილად) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 7 მარტი.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |