www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბაზარი ორბელიანზე
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

"ბაზარი ორბელიანზე" წარმოადგენს ერთადერთ კვების მოლს, როგორც საქართველოში ასევე რეგიონში. ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სივრცე 50-ზე მეტ საუკეთესო კვების ობიექტს აერთიანებს და სტუმრებს უგემრიელესი საკვების მრავალფეროვნებას სთავაზობს.

გასტრონომიული სივრცე "ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა.
გრაფიკი: 2/2ზე ან 5/2.
ანაზღაურება: 1100 ლარი + "თიფსი".

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების ხარისხიანი და სწრაფი მომსახურება სტანდარტების შესაბამისად;
** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება;
** სალარო ოპერაციების შესრულება;
** მარაგების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 504452 ან გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bazari.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |