www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მონოლით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროექტების შესახებ;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრა (ოფისში ან სამშენებლო ობიექტზე), შეთავაზების მომზადება, პირობების შეთანხმება.
** Facebook-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე და მეილზე შემოსული ლიდების CRM-სისტემაში გადაყვანა, პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება, წერილებისა და გამოტოვებული ზარების გადამოწმება და ბაზაში ასახვა;
** კომპანიის მომხმარებელთა ბაზის დამუშავება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება (end to end process);
** გაყიდული ბინების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის, მათ შორის ყოველთვიური გადახდის კონტროლი, აღრიცხვა/რეპორტინგი
** Facebook-ზე, Instagram - ზე შემოსულ შეტყობინებებზე და კომენტარებზე პასუხის გაცემა.
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
** ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების მიმართულებით);
** CRM (bitrix) - სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** გუნდური
** შედეგზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე
** კომუნიკაბელური
** მოტივირებული
** პროცესებისა და დროის მართვის უნარი.

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული + ბონუსი
ჯამური საშუალო შემოსავალი: 3000 - 10000 ლარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@monolith.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |