www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების პროექტანტი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

კომპანია "ქებული კლიმატი"  2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით  12 ფილიალითაა წარმოდგენილი.  

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას  გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების (HVAC) პროექტანტის პოზიციაზე.

ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:

** HVAC სისტემების დაპროექტება დარგში არსებული აღიარებული სტანდარტების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ტექნიკურ ან მომიჯვავე სფეროებში),
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ხაზვისა და მოდელირების კომპიუტერული პროგრამების: AutoCAD MEP, Revit-ის ცოდნა,
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, როგორც სასაუბრო, ისე წერითი,
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საპროექტო ობიექტის შესწავლა;
** ოპტიმალური ტექნოლოგიის შერჩევა;
** გათბობა/გაგრილების/ვენტილაციის სისტემის გაანგარიშება;
** სისტემის კონფიგურაციის შესაბამის პროგრამაში დაპროექტება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშ-პარ ჩათვლით
** ანაზღაურების დიაპაზონი: 2500 ლარი (ხელზე ასაღები) გადაწყდება კვალიფიკაციის შესაბამისად
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათაო ოფისი
** სოციალური პაკეტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ)
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** კვებით უზრუნველყოფა;
** შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |