www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გუნდის წევრი
მომწოდებელი: მიმინო კავკასიაში
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

შემომყვანი ტურისტული კომპანია "მიმინო კავკასიაში" ეძებს გუნდის ახალ წევრს სასტუმროების ონლაინ ჯავშნების განყოფილებაში.

პოზიციის ძირითადი მოვალეობა გულისხმობს რეზერვაციებთან დაკავშირებული ტექნიკური პროცესების მართვას.

მოლოდინები აპლიკანტის მიმართ:

** სასურველია, მცირე სამუშაო გამოცდილება/სტაჟირება/პრაქტიკები ნებისმიერ ადმინისტრაციულ ან ისეთი ტიპის პოზიციაზე, რომელსაც დეტალებზე ორიენტაცია განსაკუთრებულად სჭირდება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** ორგანიზებული, თავაზიანი და კეთილგანწყობილი;

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება (ზოგადი უნარები) და გაცნობითი ხასიათის გასაუბრება;
** 1/2 დღიანი საორიენტაციო პრაქტიკა ამ კონკრეტული მიმართულებით;
** შემაჯამებელი შეხვედრა;
** სამსახურის შეთავაზება;

პირობები:

** დამწყებ პოზიციებზე ხელზე ასაღები ანაზღაურება განიხილება 700 ლარიდან;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** სამუშაო დრო: კვირაში 40 სთ (ორშ-პარ);
** შვებულების 28 დღე;
** გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები;

ჩვენიანო, გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: vacancy@miminotravel.com.

არ დაგავიწყდეს გაუზიარო მეგობარს ამ შესაძლებლობის შესახებ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |