www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Moore Abc
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის "Moore Global Network Limited" დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

Moore Global Network Limited- - წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 30, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდი აშშ დოლარს (https://www.moore-global.com/).

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას;
** უწყვეტ პროფესიულ ტრენინგებს;
** პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს ბუღალტრებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ელექტრონული ფორმით წარდგენა;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;

** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების/კრედიტორების კონტროლი;
** წერილობითი მოხსენების მომზადება კრიტიკულ საკითხებზე;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში;

** მინიმუმ 2 - წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სასურველია ACCA სერტიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |