www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Ecomix
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია "ECOMIX" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საკუთარი ავტომობილი;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა);
** აუცილებელია 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების სფეროში; (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო მასალების გაყიდვების სფეროში გამოცდილების მქონე პირებს);
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია).

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** არსებულ კლიენტებთან მუშაობა;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება;
** კლიენტების მოთხოვნების განსაზღვრა;
** წარმატებული გაყიდვის უზრუნველყოფა;
** კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო უფროსთან;
** კლიენტისთვის მაქსიმალურად გასაგებად ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების ზრდა;
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული;
** პუნქტუალური, ორგანიზებული;
** კომუნიკაბელურობა, დამაჯერებლობა;
** პრეზენტაბელურობა, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული (მაღალი) ფიქსირებული + ბონუსი .
სამუშაო განაკვეთი: სრული

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, პასპორტის ზომის ფოტო სურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: ecomixgeo@gmail.com (გთხოვთ ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |