www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

სამუშაო განრიგი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის ხელმძღვანელობა: სერვისცენტრის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მისი კონტროლი;
** კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება და მონიტორინგი;
** სერვისცენტრში კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;
** სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სამუშაო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე ან/და CV გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "სერვისცენტრის მენეჯერი - თბილისი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |