www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი, გამყოლი ტურში, ტურ ოპერატორი
მომწოდებელი: დილა პლუსი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

ტურისტული კომპანია "დილა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1.ფინანსური რეპორტინგის მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გარე და შიდა საოპერაციო/ფინანსური მონაცემების დამუშავება, კონტროლი და ანალიზი.
** ყოველკვირეული რეპორტის მიწოდება ბუღალტრისთვის.
** ინვოისების კონტროლი.
** ხარჯების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ფინანსების განხრით.
** კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასურველია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები კომპანიისგან:

ნახევარი განაკვეთი
ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების შესაბამისად) + ბონუსური სისტემა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მეილზე - office@dilaplus.ge

2. უცხოური ჯგუფების თანმხლები

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება, ხარისხი და სიზუსტე;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** ტურისტული ჯგუფის თანხლება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით;
** ტურისტული პროგრამის კონტროლი;
** პროგრამაში გათვალისწინებული ყველა პუნქტის ზედმიწევნით შესრულება.

გთავაზობთ:

თავისუფალი გრაფიკი, ოფისში დასაქმების პერსპექტივით
ანაზღაურება- დღიურად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მეილზე - office@dilaplus.ge

3. ინგლისურენოვანი ტურ-ოპერატორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების დაგეგმვა - დაანგარიშება
** ტურის კოორდინირება როგორც დისტანციურად ასევე ადგილზე.
** ტურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება ზედმიწევნით სასტუმროებთან, გიდებთან, მძღოლებთან, რესტორნებთან და ა.შ. კომუნიკაციის დამყარება
** პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობის დამყარება,
** ტურის მსვლელობისას ხარისხის კონტროლი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა - მიუთითეთ უცხო ენის შესაბამისი დონე/წერის და მეტყველების უნარები,
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წესიერება, გონიერება;
** სტრესულ გარემოში სწრაფი, ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, სტაბილურობა;
** პუნქტუალობა;
** მომხმარებლის მოზიდვის უნარი;
** კარიერული ზრდისკენ სწრაფვა.

პირობები კომპანიისგან:

სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი: 10:30-დან 19:00-მდე;
შაბათი: 12:00-დან 17:00-მდე.
ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების შესაბამისად) + ბონუსური სისტემა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ; CV გამოაგზავნოთ მეილზე - office@dilaplus.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |