www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომო-კონსულტანტი
მომწოდებელი: AJ Handmade
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

"AJ Handmade" წლებია მომხმარებელს სთავაზობს საქართველოში დამზადებულ ხელნაკეთ აქსესუარებს. პროდუქციის შესაქმნელად კომპანია იყენებს უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ მასალებს, რის მეშვეობითაც იქმნება უნიკალური ნივთები.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომო-კონსულტანტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი.
** პირადი ნავაჭრის მზარდი პროცენტი.
** დამატებითი ბონუსი კატეგორიების გეგმების შესრულების შემთხვევაში.
** საშუალოდ 2000-3000 ლარამდე.

ადგილმდებარეობა: სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი საბურთალო"

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება.
** მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
** პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** მომხმარებლისათვის მიმდინარე აქციების შეთავაზება;
** პროდუქციის გაყიდვა;
** გაყიდული პროდუქციის სისტემაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო განრიგი:

** სამუშაო დღე განისაზღვრება ცვლებით;
** კვირაში 5 დღე;
** ნახევარი განაკვეთი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელფოსტის მისამართზე: aj.handmade.aj@gmail.com

ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და
ადგილმდებარეობა.

განიხილება მხოლოდ თავისუფალი გრაფიკის მქონე კანდიდატები. დაკავშირება

მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ

მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |