www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ზარაფხანა
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა, ქ. თბილისი.
კატეგორია: დასუფთავება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის ჭავჭავაძის ფილიალის (ბრენდული მაღაზიის) ფართის დასუფთავება.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო საათები: სამუშაო განრიგი შეადგენს კვირაში 6 დღეს (ორშაბათი-შაბათი), დღეში 4 საათის ოდენობით. კვირაში ერთი დასვენების დღე - კვირა დღე.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zarapkhana.ge.

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ კომპანიის ოფიციალური ვებგვერდზე: http://www.zarapkhana.ge

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

საიუველირო კომპანია "ზარაფხანაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ზარაფხანას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |