www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: იმპოსტი MEP
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

"იმპოსტი მეპ" არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც შექმნილია მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას.

"იმპოსტი მეპ"-ის საქმიანობა სრულად მოიცავს საინჟინრო სერვისებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება;
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
** გათბობა/გაგრილება და ვენტილაცია;
** წყალგაყვანილობის სისტემები;
** ელექტრობა და სუსტი დენები;

საინჟინრო კომპანია "იმპოსტი MEP" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება;
** შესყიდვების პროცესის დაგეგმარება, ორგანიზება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის პროდუქტების საფუძვლიანად შესწავლა;
** დასაქირავებელი ტრანსპორტის მოძიება;
** სატრანსპორტო კომპანიების ტარიფების მონიტორინგი.
** ახალი გადამზიდავების მოზიდვა და ხელშეკრულებების დადება.
** სხვა დაკავშირებული ამოცანები.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
** მასალის შეთანხმება ობიექტებთან.
** გადარიცხვის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, Word, PowerPoint)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი (კომპანია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მასშტაბით)
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@imep.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |