jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: New Yorker
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს "NewYorker:-ს აქვს 1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში, 1971 წელს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში გაიხსნა პირველი ფილიალი, რომლის შემდეგ "NewYorker"-ს არასოდეს დაუხევია უკან.

სამომავლო მიზნობრივი ინვესტიციებით საქართველოს ბაზარზე NewYorker- ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა "Tbilisi Mall"-ის სავაჭრო ცენტრში, შემდეგ 2015 წელს East Point, 2017 წელს Galleria Tbilisi, 2019 წელს "Saburtalo City Mall", 2019 წელს ბათუმში "Metro City Mall", 2024 წელს "Gldani City Mall".

საქართველოში "NewYorker"-მა შექმნა არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები, არამედ ჩამოყალიბდა ერთ-ერთ პირველ კომპანიად მოდის ბიზნესში.

"NewYorker" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ბათუმში, მეტრო სითი მოლის ფილიალში

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, დეტალებზე ორიენტირებული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფოტო რეპორტების წარმოება სტანდარტის მიხედვით
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის ჩაბარება
** ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციების და სხვადასხვა შიდა პროცედურის ცოდნა
** გაყიდვების დინამიკის კონტროლი
** გეგმური დოკუმენტაციის დამუშავება
** მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენაზე ზრუნვა არსებული სტანდარტების მიხედვით
** მაღაზიაში ყოველდღიური და გლობალური გადაკეთების უზრუნველყოფა.
** არსებული სტანდარტების მიხედვით პრეზენტაციების აწყობა
** დარბაზში არსებული პროდუქციის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი, 2 დღე დასვენება
** ხელფასი : ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების 1. Metro City Mall .

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს.
** კონკურენტულ ხელფასს
** ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მერჩენდაიზერი ბათუმი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |