jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი/ყიდვა-გაყიდვა
მომწოდებელი: Flip Flat
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

Flip Flat არის უძრავი ქონების სააგენტო თბილისში!

გასული წლის განმავლობაში ჩვენ დავეხმარეთ 1000-ზე მეტ კლიენტს დსთ-ს ქვეყნებიდან და მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან, რათა ეპოვათ ახალი სახლი სტუმართმოყვარე საქართველოში! და ვამაყობთ, რომ მათი 60% ჩვენთან მოვიდა ჩვენი მომხმარებლების რეკომენდაციით. იმის გასაგებად, თუ ვინ ვართ, გადახედეთ ჩვენს instagram-სა და ჩვენს telegram-ს..

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება 1400$-დან (მუდმივი ბონუსები + მაღალი % თითოეული გარიგებიდან, ზედა ზღვარის გარეშე)
** ბევრი შემომავალი მოთხოვნა მომხმარებლებისგან
** იურიდიული მხარდაჭერა (ჩვენ გვყავს პროფესიონალი იურისტი, რომელიც მზად არის დაგეხმაროს საჭირო საბუთების მომზადებასა და გარიგების რეგისტრაციაში)
** პროფესიული ტრენინგი პირველი სამუშაო დღიდან და გამოცდილი მენტორი, რომელიც დაგეხმარება სასურველი შემოსავლის დონის უფრო სწრაფ მიღწევაში
** თანამედროვე ოფისი პანორამული ფანჯრებით, სამზარეულოთი და ყავის აპარატით თბილისის ცენტრში (მეტროს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 5 წუთის სავალზე);
** მონაწილეობას ჩვენი Reels-ების გადაღებებში და შანსი, რომ სცადოთ საკუთარი თავი ბლოგერის ამპლუაში.

და ასევე…

** კომფორტული გრაფიკი 5/2 ცვალებადი დასვენების დღეებით, შესვენებები ყავაზე, ლანჩზე, სამაგიდო თამაშებით და Play Station;
** მეგობრული ატმოსფერო
** ძლიერი ახალგაზრდა გუნდი, რომელიც ყოველთვის არის მზად მხარდაჭერისთვის
** ნაირნაირი კორპორატიული წვეულებები
** სატრანსპორტო ბარათის ყოველთვიური შევსება კომპანიის ხარჯზე
** მობილური ბალანსის ყოველთვიური შევსება კომპანიის ხარჯზე
** ბონუსები და ფასდაკლებები Flip Flat-ის სერვისებზე

რა უნდა გააკეთო:

** მუდმივი კავშირი მომხმარებლებთან და დახმარება შესაფერისი საცხოვრებელი ფართის არჩევაში
** უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და ბინების შერჩევა კლიენტის მოთხოვნის მიხედვით
** მოლაპარაკება მფლობელებთან თანამშრომლობის პირობების შესახებ
** შეხვედრების ორგანიზება
** ხელშეკრულებების შედგენა და გაფორმება
** კლიენტების მხარდაჭერა და დახმარება ყიდვა/გაყიდვის ყველა ეტაპზე

ჩვენ ველით, რომ შენ:

** მზად ხარ საღამოს საათებში ბინების საჩვენებლად
** თავისუფლად საუბრობ ქართულად და რუსულად
** გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში

შესანიშნავია, თუ:

** გაქვს ლეპტოპი ან პლანშეტი
** CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება
** შეგიძლია მარტივი ორიენტირება ქალაქში

CV-ის გამოგზავნა შეგიძლია შენ Telegram @flip_flat_hr_bot. მეორე შეტყობინებაში მიუთითე რომელი პოზიციით ხარ დაინტერესებული "უძრავი ქონების აგენტი (ყიდვა/გაყიდვა)".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |