jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზოოჰაბი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

მაღაზიათა ქსელი "ზოოჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** პროგრამა APEX-ის ადმინისტრირება;
** პროგრამის საოპერაციო ნაწილის აწყობა კომპანიის საოპერაციო პროცესების მიხედვით;
** პროგრამის ფუნქციონალური რესურსის სრულყოფილად გამოყენების უზრუნველყოფა კომპანიის სტრუქტურული ერთეულების მიერ;
** კომპანიის თანამშრომლების მიერ პროგრამაში დაგერენირებული ელექტრონული დოკუმენტების პერმანენტული კონტროლი დადგენილ წესების თანახმად;
** პროგრამაში მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი ფორმით რეპორტების აწყობა;
** სასაქონლო-მატერიალურ მარაგებთან დაკავშირებული სხვადასხვა ოპერაციების ასახვა პროგრამაში (APEX);
** პროგრამა Apex-ის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა როგორც ოფისში, ასევე ქსელის მასშტაბით;
** Apex-ის პროგრამაში ახალი ფუნქციონალური მოდულების დამატება;
** ტექნიკურ პრობლემებზე რეაგირება/კონტროლი;
** გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ დადგენილი განკარგულებების შესრულება და მონიტორინგი;
** პროგრამა აპექსთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროგრამა Apex -ის სრულყოფილი ცოდნა;
** Apex -ის ბაზაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ჩაითვლება უპირატესობად);

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV მისამართზე: hr@zoohub.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება; დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |