jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: არტტექსი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

"არტტექსი"-ი წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას სამშენებლო, სარესტავრაციო და სარეაბილიტაციო სფეროში. "არტტექსი"-ის ისტორია სამშენებლო სფეროში იწყება 2005 წლიდან. წლების განმავლობაში განხორციელებულმა არაერთმა პროექტმა და საქმისადმი მაღალი პროფესიონალურმა მიდგომამ შექმნა "არტტექსი", როგორც ხარისხსა და განვითარებაზე ორიენტირებული, მრავალფუნქციური, სანდო, მზრუნველი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია. 2019 წელს რებრენდინგის შემდეგ, "არტტექსმა" ახალი შემადგენლობით გააგრძელა საქმიანობა და მყარი პოზიცია დაიკავა სამშენებლო ბაზარზე. "არტტექს"-მა 2021 წელს მოიპოვა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი, რომელიც ხაზს უსვამს კომპანიის სანდოობას ხარისხთან მიმართებაში.

ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა ჯანსაღი გარემოს შექმნა მომავალი თაობისთვის, რაც ჩვენი მხრიდან გამოიხატება ხელოვნების, განათლების, სპორტის განვითარების ხელის შეწყობითა და ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმებით.

ვეძებთ ლოჯისტიკის სპეციალისტს:

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა, მომწოდებლების შერჩევა ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით;
** პროდუქციის ფასების მუდმივი შედარება, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
** შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა საწყობის მენეჯერთან ერთად;
** მიწოდების პროცესის ორგანიზება, პროდუქციის დროული და ხარჯთეფექტური მიწოდების ციკლის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქციის მომწოდებელთან დაბრუნების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობა;
** პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@arttex.ge. ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |