jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჩემო კარგო
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, გემოვნებით შერჩეული მუსიკა და პროფესიონალთა გუნდი - რესტორანი "ჩემო კარგო" სწორედ ამ სერვისს გთავაზობთ.

"ორიგინალი ჯგუფს" გააჩნია საქმიანობის 16 წლიანი ისტორია, აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს, რომელიც თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, ასევე ლუდის საწარმოს, ადგილზე მიტანის სერვისს, ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს.

სწორედ "ჩემო კარგოს" გუნდში ვეძებთ თანაგუნდელს სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს და კონკურენტულ ანაზღაურებას;
** განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორაციულ დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება;
** ობიექტზე მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
** სერვისის ტრენინგების ჩატარება;
** გაყიდვების კონტროლი და ზრდის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** მჭიდრო კომუნიკაცია მომხმარებელთან, მიღებული შეფასებების განხილვა პერსონალთან შემდგომი რეკომენდაციების გაცემის მიზნით.
** მჭიდრო კომუნიკაცია კომპანიის ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტთან, მათი მხრიდან მიღებული მითითებების/რეკომენდაციების შესრულების პროცესის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ეფექტური და სწორი მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარესტორნე სფეროში (ქართული რესტორანი) მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია მომსახურების სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა
** გუნდის მართვის გამოცდილება

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მეილზე hr@originali.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ორიგინალი ჯგუფმა"დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |