jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: SPA რეგისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი სევსამორა
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora Resort & Spa", რომელიც მდებარეობს საგურამოში, 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, სპა ცენტრი, რესტორნები, მარანი და სხვა.

სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora Resort & Spa" აცხადებს ვაკანსიას SPA რეგისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: დაბა საგურამო
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა
სამუშაო პირობები: კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სპა ცენტრში შემოსული სტუმრების მიღება, მათი ინფორმირება და გაცილების შესაბამის პროცედურების განხორციელება;
** სპა ცენტრის სტუმრებისთვის ვიზიტებსა და სხვა სერვისებზე ჯავშნის გაკეთება;
** სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

პროფესიული მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.

პერსონალური მოთხოვნები:

** სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზოგადი ცოდნა და გაცნობიერება;
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@sevsamora.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 16.06.2024

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |