jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანია "ნეოტექი", უსაფრთხოების სისტემების წამყვანი დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც ფუნქციონირებს 2005 წლიდან და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უსაფრთხოების სისტემების სფეროში. ჩვენ ვქმნით განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობას ანიჭებს პრიორიტეტს.

ჩვენი მისიაა წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო!

შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნ.ბოხუას ქ. 4
** სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე;
** ანაზღაურება: 2000 ლარიდან (ფიქსირებული), დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
** კვარტალური ბონუსები;
** კორპორატიული დაზღვევა;
** Fitpass;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგები;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის მოკვლევა, ტექნიკური დავალების შედგენა და აღნიშნულის საფუძველზე ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** მომზადებული ხარჯთაღრიცხვის გადაცემის საინჟინროს ადმინისტრატორთან;
** შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის მიწოდება ადმინისტრაციულ მენეჯერზე ხელშეკრულების მოსამზადებლად;
** სამონტაჟო ჯგუფის კოორდინატორის დახმარება სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან და დირექტორისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სუსტი დენების მიმართულებით მუშაობის გამოცილება ჩაითვლება უპირატესობად);
** პროექტის ნახაზების კითხვის უნარი;
** "Autocad"-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სავალდებულო);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office: Word, Excel, Powerpoint, Outlook);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდთან მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neotech.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი".

კომპანია "ნეოტექი" გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |