jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უმცროსი გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

კომპანია "ევროპროდუქტი", ქართულ ბაზარზე, 20 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან, მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანია იყო და ადგილობრივ მაღაზიებს, თუ ქსელებს ევროპული პროდუქციით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა და ბევრი მათგანისგან ექსკლუზიური იმპორტის უფლება მიიღო.

2014 წელს "ევროპროდუქტმა" თბილისში პირველი სუპერმარკეტი გახსნა. დღეს კი, ის საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 36 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის მაღაზიებში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი.
"ევროპროდუქტი" ზრდას უწყვეტად განაგრძობს - გეგმავს არა მხოლოდ ქსელის გაფართოებას, არამედ ქართველი მომხმარებლისთვის პრემიუმ ხარისხისა და ჯანსაღი ევროპული პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მისი საბოლოო მიზანი კი, საქართველოში კვების სტანდარტის შექმნაში თავისი წვლილის შეტანაა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა, გაგრის #2;
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გრაფიკული დიზაინის შექმნა (სარეკლამო მასალები, დიზაინის კონცეფცია, საიმიჯო პოსტერები და ა.შ.)
** პოლიგრაფიული დიზაინის შექმნა;
** შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება;
** ილუსტრაციების შექმნა;
** ფოტოების დამუშავება;
** სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მენეჯერთან ერთად;
** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება.
** ანოტაციების ვიზუალის შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია გრაფიკული დიზაინის ან ვიზუალური ხელოვნების სპეციალობით);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა:

** Photoshop;
** Illustrator

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** გამოვლენილ ხარვეზებზე დროულად რეაგირების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "უმცროსი გრაფიკული დიზაინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 6 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |