jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის პროდუქციის ადგილზე მიწოდებას. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/

გრაფიკი: 09:00-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ძირითადი მოვალეობები:

** კურიერული მომსახურების გაწევა;
** სამუშაო პროცესში კომუნიკაცია მის უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** მეგობრული სამუშო გარემო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@myoffice.com.ge, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 579 02 08 34. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კურიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |