jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: შარა ქონსთრაქშენ გრუპ
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

შპს "შარა ქონსთრაქშენ გრუპ" (LLC Shara Group) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა/ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ინვოისების, ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების მომზადება დადგენილი წესის შესაბამისად;
** პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა შესაბამის ბაზაში/პროგრამაში;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება, კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა;
** საჭირო ბუღალტრული გატარებების შესრულება/უზრუნველყოფა/კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
** გადარიცხვების წარმოება;
** შედარების აქტების დამზადება;
** დავალიანების მართვა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე კომპეტენციის ფარგლებში ბუღალტერიის სამსახურში არსებული სხვა დავალებებისა და ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-თან მუშაობის გამოცდილება)
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა - "ორისის" ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პუნქტუალური პიროვნება პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: ნაწილობრივ დისტანციური.
** ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1875 ლარი (Gross). გამოსაცდელი ვადის შემდგომ ანაზღაურების გადახედვა.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: vacancy@ak.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |