jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: JYSK
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

სკანდინავიური ბრენდი JYSK არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით. დღეს JYSK მოიცავს 3300-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში.

JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.

JYSK აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება.
სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის დალაგება;
** დარბაზის პროდუქციით შევსება.

მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@JYSK.ge და სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |