jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

შპს "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
განაკვეთი სრული: კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათიანი სამუშაო განრიგი.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივ ბანკებსა და უცხოურ ბანკებში გადარიცხვების შესრულება
** საბანკო ამონაწერების გატარება პროგრამაში
** ხარჯების დარიცხვა/ჩამოწერა
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება და ტრენინგები შესაბამისი მიმართულებით;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ ACCA-ის F1 F2 F3 წიგნები.
** უპირატესობად ჩაითვლება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის Apex-ის ცოდნა

ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge. გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |