jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სილამაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: L’occitane Group
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი "ლოქსიტანი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის სილამაზის კონსულტანტის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.

მთელს მსოფლიოში ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი "L`occitane"-ის გუნდის წევრობაზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა მანდილოსანი ოცნებობს. ახლა უკვე საქართველოში, ქ. თბილისში გაქვთ საშუალება, გახდეთ ჩვენი ბრენდის კონსულტანტი, რომელიც შექმნილია ბედნიერებისა და სილამაზისთვის!

ფრანგული პარფიუმერიის კოსმეტიკური ბრენდი "ლოქსიტანი", რომელიც 1976 წელს შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით 93 ქვეყანაში 3000-ზე მეტ ბუტიკს აერთიანებს. "ლოქსიტანის" პირველი მაღაზიის კარი 1981 წელს პროვანსში გაიღო და დღესდღეობით მდებარეობს ისეთ პრესტიჟულ ქალაქებში, როგორებიცაა: პარიზი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი და ტოკიო. საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და დღეს "ლოქსიტანის" ყვითელი, კაშკაშა ბუტიკები მდებარეობს ქ. თბილისში: ი. ჭავჭავაძის გამზ. #40-ში, საბურთალოს სითი მოლსა და გალერეა თბილისში. სულ მალე კი "ლოქსიტანის" ბუტიკი წარმოდგენილი იქნება ქ. ბათუმში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება/ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** კანდიდატები განიხილებიან სამუშაო გამოცდილების გარეშეც;

პიროვნული უნარები და მოთხოვნები:

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** პროდუქციის პრეზენტაციის და ეფექტური წარდგენის უნარი
** პრეზენტაბელური და დისციპლინალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება
** სამუშაოს შესრულება გლობალური სტრატეგიისა და ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მუშა გარემოს
** მზარდ ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას; ჯამში თვიურ შემოსავალს 1000-1300 ლარამდე
** კორპორატიულ დაზღვევას
** აუზის და ფიტნესის აბონემენტი და სხვა
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ცვლები (მცოცავი გრაფიკი), კვირაში 2 დღე დასვენება

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით მისამართზე: vacancy@loccitane.ge (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება): გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სილამაზის კონსულტანტი ქ. ბათუმი".

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |