jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Nitrol
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

კომპანია "ნიტროლ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანდრია აფაქიძის ქ N11
ანაზღაურება: 1000-1500

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები...) წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
** შემოსავლებისა და ხარჯების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება კომპანიის ანგარიშთა გეგმისა და პოლიტიკის შესაბამისად;
** მისაღები მოთხოვნებისა და ვალდებულებების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება/კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების უზრუნველყოფა, საბანკო ოპერაციების პროგრამაში გატარება, ბანკის და პროგრამის ყოველთვიური რეკონსილიაცია;
** ძირითადი საშუალებების ტრანზაქციების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება, მონიტორინგი და კონტროლი;
** პორტფელთან დაკავშირებული ტრანზაქციების კონტროლი;
** საანგარიშო თვის დახურვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
** ზედნადებების ატვირთვა;
** აქტიური ზედნადებების დასრულება;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი.
** დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რეგისტრაცია სპეციალურ რეესტრში
** სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა.
** სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია მინ. B1 დონე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: zhvania.lali1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |