jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სილქ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

"სილქ დეველოპმენტი" სილქ როუდ ჯგუფის შემადგენელი, (იხ. https://silkdevelopment.ge/geo/) საქართველოში უძრავი ქონების განვითარების წამყვანი კომპანიაა. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მიმზიდველ და შთამაგონებელ პროექტებს საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცნობილ საერთაშორისო არქიტექტურულ სტუდიებთან და მათთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული პროექტი მორგებული იყოს მდებარეობის უნიკალურ მახასიათებლებს, ისტორიას და ჰარმონიულად ერწყმოდეს გარემოს.

"სილქ დეველოპმენტი" ამჟამად გთავაზობთ, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, დასაქმების შესაძლებლობას.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: შეთანხმებით
ანგარიშვალდებულია: გაყიდვების ხელმძღვანელთან

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება;
** სერვის ცენტრში მოსული კლიენტისთვის პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** სატელეფონო ზარების/მეილების პასუხი;
** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;
** კლიენტისთვის ხელშეკრულების გაფორმება;
** კლიენტისთვის ინდივიდუალური გადახდის სისტემის შემუშავება;
** ობიექტზე ვიზიტი საჭიროებისამებრ;
** რეპორტინგი;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** MS Office

უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: apply@silkroad.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგი ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დანართი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ:

დაინტერესებული პირის მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს როგორც პერსონალურ, ისე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ესარჯი ინვესტმენტსის" (საიდენტიფიკაციო კოდი, 404899393, მის: თბილისი, რესპუბლიკის მოედანი 1, მეორე სართული 0108) მიერ, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, საქართველოს კანონის მესამე მუხლის ვ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო პერსონალური მონაცემების მოუწოდებლობის შემთხვევაში არ მოხდება თქვენი კანდიდატურის განხილვა. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე სამუშაო აღწერილობის მოთხოვნებიდან გამომდინარე და შენახულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის შენახვის ვადა განისაზღვრება 3 წლით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მიიღოთ ასლები (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა), და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. გარდა აღნიშნულისა, თქვენ უფლება გაქვთ მოახდინოთ თქვენს მიერ განცხადებული თანხმობის გამოთხოვა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, თქვენ უფლება გაქვთ, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განხორციელებისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: apply@silkroad.ge; ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |