jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: თანამშრომლების შერჩევის მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 400 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას თანამშრომლების შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ვაკანტურ პოზიციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და მის შესაბამისად ვაკანსიის განცხადების შემუშავება.
** ვაკანსიის სპეციფიკის მიხედვით სხვადასხვა არხების მოძიება და განცხადებების გამოქვეყნება.
** შემოსული რეზიუმეების გადახედვა საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
** საჭიროების შემთხვევაში, სპეციფიკის შესაბამისად საჭირო ტესტირების შემუშავება უშუალო ხელმძღვანელთან ან/და შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად და ჩატარება.
** გასაუბრების ორგანიზება და ჩატარება.
** შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება ადამიანური რესურსების სამსახურის თანამშრომლებისთვის.
** კანდიდატებთან უკუკავშირის წარმოება.
** თანამშრომლების შერჩევის მიმართულებით პერიოდული ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
** უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან ურთიერთობა და სტუდენტების/მოსწავლეების დასაქმების შეთავაზება.
** დასაქმების ფორუმებზე მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** თანამშრომლების შერჩევის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
** Mass Recruitment მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს FMCG რითეილის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებით.

ტექნიკური უნარები/ცოდნა:

** საოფისე პროგრამების ცოდნა - აუცილებელია (საშუალო დონეზე).
** უცხო ენების ცოდნა - სასურველია.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9 სთ-დან - 18 სთ -მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr1@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject- ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"მაგნიტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |