jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სააღრიცხვო სპეციალისტი
მომწოდებელი: AMTS
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

კომპანია "AMTS" ("მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი") არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის, აგრეთვე, სამედიცინო აპარატურის ტექნიკური მომსახურების სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სააღრიცხვო სპეციალისტის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 83.

კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მინიმალური სახელფასო განაკვეთი შეადგენს 1250, 00 ლარს თვეში (დარიცხული), რაც დამოკიდებული იქნება კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

მოვალეობები:

** სერვის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის აღრიცხვა ბუღალტრულად და პროგრამულად;
** სერვის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის მიხედვით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და კონტროლი (პროგრამულად, RS-ზე);
** სერვის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქონლის/მასალების ჩამოწერა/მოძრაობა/აღრიცხვა
** სერვის სამსახურის მიერ მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების მიხედვით ინვოისების მომზადება;
** კომპანიის სამეურნეო და ადმინისტრაციული ხარჯის/შესყიდვის ბუღალტრული კლასიფიკაცია და პროგრამული ასახვა მთავარ ბუღალტერთან კოორდინაციაში;
** კომპანიის დებიტორ-კრედიტორებთან შედარების პროცესში მთავარი ბუღალტრის ასისტენტობა.

სამუშაო პროგრამები და აპლიკაციები:

** ინფო საწარმო (ეფემჯი სოფტი);
** სუპერფინი;
** eservices.rs.ge;
** MS excel.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების განხრით;
** სასურველია სერტიფიკატის არსებობა სპეციალობით (ბუღალტერია, აუდიტი, საგადასახადო კოდექსი ან სხვა მსგავსი);
** სავალდებულოა ძირითადი საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** სავალდებულოა სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
** შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |