jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: LogiPro Connect
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

"LogiPro Connect"-ი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე საკუთარი ავტომობილით (ელექტრო სკუტერების მომსახურება).

შემოუერთდით ჩვენს დინამიურ გუნდს, წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში, რომელიც უზრუნველყოფს მოსახერხებელ და საიმედო სატრანსპორტო სერვისებს მილიონობით ადამიანისთვის. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ მრავალფეროვნებისა და უწყვეტი ინოვაციების კულტურას.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ვაკანსიის აღწერა:

"LogiPro Connect" ამჟამად ეძებს ენთუზიაზმით გამორჩეულ ადამიანებს, რათა შემოუერთდნენ გუნდს, როგორც მძღოლები. თქვენ გადამწყვეტ როლს შეასრულებთ ელექტრო სკუტერების მუშაობის ეფექტურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ისწავლონ და შეიტანონ წვლილი კომპანიის განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრო სკუტერების ტრანსპორტირება საწყობიდან კონკრეტულ ლოკაციებზე და პირიქით
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და კომპანიის სტანდარტების დაცვა სამუშაო პროცესში
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაო არეალიდან გადაადგილებული სკუტერების საწყის ლოკაციებზე განთავსება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დიდი ინტერესი ელექტრომობილურობის და მდგრადი ტრანსპორტის მიმართ.
** მოტივირებული და ახალი ტექნიკური უნარების შეძენის სურვილი.
** სწრაფი ტემპის პირობებში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** ქართული ენის გამართულად ცოდნა
** ინგლისური, და რუსული ენის ცოდნა, (სასურველი)
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ინდივიდუალური მეწარმის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა (სავალდებულოა)
** საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილება (სავალდებულოა დიდი ტევადობის ავტომობილი მაგ: მარშუტკა)
** ორგანიზებულობა და კარგი კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ სახელფასო ანაზღაურებას
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში
** ტრენინგებს

თუ თქვენ გსურთ რომ შეუერთდეთ დინამიურ კომპანიას, საინტერესო შესაძლებლობისთვის, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: Levani.asiascooters@gmail.com ან დაგვიკავშირდით: +995 568 73-79-89. მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |