jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: AMTS
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

კომპანია "მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი" (AMTS) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.

კომპანია იწვევს ენერგიულ ახალგაზრდას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე სამუშაოდ.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია, დალაგება და პროდუქციისათვის შიდა კოდების მინიჭება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** შემოსული ტვირთების მიღება, დათვლა, დაწყობა;
** მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით გასაგზავნი ტვირთების მომზადება და მძღოლ-ექსპედიტორებზე გადაცემა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

პირობები:

** ანაზღაურება დამოკიდებული იქნება გამოცდილებაზე (800-900 ლარი ხელზე ასაღები).
** ხელშეკრულების გაფორმებამდე აუცილებელია გამოსაცდელი პერიოდის გავლა (ანაზღაურებადი).
** ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კორპორაციული ნომერი და ჯანმრთელობის დაზღვევა.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |