jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლი-მომმარაგებელი
მომწოდებელი: ჰიტეკო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

სამშენებლო კომპანია "ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-მომმარაგებლის პოზიციაზე.

სამართავი ავტომობილი: FORD TRANSIT სატვირთო
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე და სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე.
სამუშაო დღეები: ყოველდღე - კვირის გარდა
სამუშაოს ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სტაბილური.

"ჰიტეკო ჯგუფი" არის სწრაფად მზარდი, წარმატებული სამშენებლო კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2018 წლიდან. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების შესრულება, რომელიც იყოფა ორ ძირითადი მიმართულებად, ესენია:

** სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** სამშენებლო მძიმე ტექნიკით მომსახურება.

კომპანიის მთავარი მიზანია მისი პროფესიონალი და კარგად ორგანიზებული გუნდით, საქმე შეასრულოს უმაღლესი ხარისხით - შეთანხმებულ ვადებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება (უმაღლეს განათლებას მიენიჭება უპირატესობა);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია.

ძირითადი მოვალეობები:

** მგზავრთა და სამშენებლო მასალების უსაფრთხოდ გადაადგილებაზე ზრუნვა;
** სამართავი ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** ქ. თბილისის ქუჩების ცოდნა;
** ავტომობილში ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

აუცილებელი უნარები:

** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე info@hiteco.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "მძღოლი-მომმარაგებელი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |