jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონის ზემო სამგორის სერვის ცენტრში აღრიცხვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებების ტექნიკური დოკუმენტაციის, პერიოდული შესრულების და ფიზიკური მაჩვენებლების (ინდიკატორები), კალენდარული გეგმა-გრაფიკების შემუშავება;
** საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებებისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება/მომზადებაში მონაწილეობა;
** საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მატერიალური რესურსების მოთხოვნაზე დოკუმენტაციის შემუშავება;
** საექსპლუატაციო და კაპიტალური შესრულებული სამუშაოებიდან დარჩენილი მატერიალური ფასეულობების პერიოდული აღრიცხვა-ანგარიშგება;
** მანქანა-მექანიზმების ყოველდღიური დისლოკაციის საინფორმაციო ბაზის წარმოება;
** ტუმბო აგრეგატებით/სპეც. ტექნიკით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება;
** სპეც.ტექნიკითა და მობილური გადასატანი ტუმბო აგრეგატებით მომსახურება რეგიონალურ სამსახურთან შეთანხმებით, შესაბამისი აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამშენებლო-საშემსრულებლო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook, - მომხმარებლის დონე).

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მეგობრობის ქ. №2 (ვარკეთილის მეურნეობის დასახლება);
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებდი);
** ხელფასი: 1460 ლარი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს - 14.07.2024. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "აღრიცხვის სპეციალისტი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |