jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 ან 16:00-23:00
** დასვენება: კვირაში 1 დღე
** ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 1000 ლარს, ხოლო შემდგომ - 1050 ლარს.
** აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2-3 დღე.
** 3 (სამი) თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება;

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მხიარული, მუდამ მოღიმარი, თავაზიანი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Tursahr@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე (თბილისი)".

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |