jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Klein Tools Georgia
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

კომპანია "Klein Tools Georgia" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის თაობაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟისა და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურებას. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე ექნება საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული საშუალება, გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით.

გვესაჭიროება კადრი რომელსაც აქვს:

** ვერბალური კომუნიკაციის უნარი უმაღლეს დონეზე
** როგორც გუნდთან ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ბაზებთან მუშაობისა და ანალიზის უნარი
** დროის მართვის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მომსახურების პოტენციურ კლიენტებისათვის სატელეფონო შეთავაზება
** დაინტერესებულ მომხმარებელთან მეილინგის პროცესის წარმართვა და სადემონსტრაციო ფოტო/ვიდეო მასალების გადაცემა
** მიწოდებული ბაზების დახარისხება და გაფილტვრა
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებისამებრ, ინფორმაციული არქივის წარმოება;
** კლიენტების გამოკითხვა - კმაყოფილების განსაზღვრა

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია არ ჰქონდეს ქოლცენტრში სამუშაო გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება არ არის აუცილებელი
** უცხო ენების ცოდნა არ არის მოთხოვნადი
** მინიმუმ ერთი სამუშაო ადგილი სადაც პრეტენდენტი დასაქმებული იყო ერთ წელზე მეტი ხნით
** შეეძლოს დამაჯერებელი საუბარი და სხარტი კომუნიკაცია

დამატებითი ინფორმაცია:

** განაკვეთი-სრული, 10:00-19:00
** ოფისი მდებარეობს თბილისში, საბურთალო.
** ანაზღაურება: (ფიქსირებული და ბონუსი) 1500 ლარი +

თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, გინდა კარიერული ზრდა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაშინ CV მოგვაწოდე ამ ელექტრონულ მისამართზე: kleintoolsgeorgia@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ - "ქოლცენტრის ოპერატორი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |