jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბალტიის ბიზნეს განვითარება
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

შპს "ბალტიის ბიზნეს განვითარება" კლიენტებს სთავაზობს საინჟინრო პროექტირებას და სამშენებლო სამუშაოებს, შიდა და გარე საკომუნიკაციო სისტემებს (ვენტილაცია, სანტექნიკა, სახანძრო სისტემა, საგანგებო სიგნალიზაციები, სუსტი დენები, განათება, ელექტრობა და ა.შ. ასევე აქვს სამშენებლო მენეჯმენტის სერვისი, რომელიც აკეთებს დაგეგმარებას, კოორდინირებას და ასრულებს სამუშაოების ზედამხედველობას და კონტროლს, სრული პროექტის მანძილზე .

შპს "ბალტიის ბიზნეს განვითარება" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის (HSE) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე საერთაშორისო სტანდარტებისა და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ** შრომის უსაფრთხოების პირობების დანერგვა;
**  სამშენებლო პროექტის რეგულარული ინსპექტირება და შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება;
** შრომის უსაფრთხოების საკითხებზე შესაბამისი სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების რისკების შეფასება;
** თანამშრომლების მიერ წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** პერიოდული მონიტორინგის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება და ორგანიზაციის მენეჯმენტისათვის წარდგენა;
** აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისთვის ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება;
** ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის/ნორმატიული/სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები: 

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

ანაზღაურება განიხილება გასაუბრებაზე გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე info@bbd.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |