სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე https://www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:30
ფუნქციები:
** თანამშრომელთა ტექნიკური და პროგრამული პრობლემების იდენტიფიცირება და დროულად რეაგირება;
** კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების და ქსელური ხარვეზების დიაგნოსტიკა და მხარდაჭერა;
** დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება/შეცვლის უზრუნველყოფა;
** ახალი თანამშრომლის სამუშაო ადგილის ტექნიკურად გამართვა;
** პერიფერიული მოწყობილობების პირველადი მომსახურება და ხარვეზების აღმოფხვრა; პრინტერების კარტრიჯებით მომარაგება, პრობლემური სირთულიდან გამომდინარე შესაბამის კომპანიებში გადამისამართება;
** საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების დისტანციური მხარდაჭერა;
** შიდა სამომხმარებლო პროგრამის და აპლიკაციის ტექნიკური მხარდაჭერა, ტესტირება და აუთსორს კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი/ პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კორპორატიულ ქსელთან მუშაობის გამოცდილება;
** სხვადასხვა ოპერაციული სისტემების (windows/ios/android) და ქსელური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ქსელური პროტოკოლების და მათი პრინციპების ცოდნა (TCP/IP/OSI);
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გაცნობებთ, რომ "სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!