Crafty/ქრაფთი ბრენდის მისიაა ინტერიერის კონცეპტუალური დაგეგმვა და აღსრულება აქციოს სიამოვნებად. https://www.craftyinterior.com/
კომპანიის მომსახურებაში შედის: სარემონტო, ინტერიერის დიზაინის, ავეჯის დიზაინის და დამზადების, არქიტექტურისა და კერძო მშენებლობის მიმართულებები.
ვეძებთ განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანს, რომელიც სრულიად იაზრებს კომპანიის ხედვასა და შეთავაზებულ სტილისტიკას.
ინტერიერის Junior დიზაინერის ფუნქციათა ნუსხას წარმოადგენს:
** ინტერიერის დიზაინის პროექტის სივრცითი დაგეგმარება
** 3D რენდერი და საჭიროების შემთხვევაში ვიზუალების კორექცია
** დიზაინერული ალბომის მომზადება შესაბამისი ტექნიკური ნახაზებით
** პროექტის ფარგლებში სარემონტო პროექტის მენეჯერთან კომუნიკაცია.
** საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე ვიზიტი სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება
** პროექტის წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ჩაბარება და შესაბამისი სამუშაო პროგრამაში, დეტალური რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით;
** ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო
** აუცილებელია 3d max, Photoshop პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და მათში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
გთავაზობთ:
** საინტერესო გამოცდილებას და მეგობრულ გარემოს
** სრულიად დისტანციურ მუშაობის პრინციპს.
** Per project ანაზღაურებას
** მრავალფეროვან პროექტებს (აპარტამენტები, კერძო სახლები და საცხოვრებელი კომპლექსები, კომერციული ობიექტები, ოფისები)
დაინტერესების შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ მეილის სათაურში პოზიციის დასახელება, და CV ერთად გადმოგვიგზავნოთ თქვენი პორტფელის ლინკი მისამართზე hr@crafty.ge