jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: OnePrice
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

OnePrice არის ბაზარზე ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი მაღაზიათა ქსელი (უკვე ოცი ფილიალი), რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა ათასობით მომხმარებლის სიყვარული, შესთავაზა პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და დაბალი ფასები.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა, კონტროლი;
** საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიების მოძიება;
** მოწოდების ვადების კონტროლი;
** უცხოელ მომწოდებლებთან მუდმივი მოლაპარაკებების წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით excel) ცოდნა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** კვირაში 40 საათი;
** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე leli@oneprice.ge ან n.gvaramadze@oneprice.ge . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |