jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
თანდართული ფაილი: 77621_Attachment_9783597.zip
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 სექტემბერი

"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის ჩატარებაზე.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს კომპიუტერული ტექნიკის მომწოდებელ კომპანიებს, კომპიუტერული ტექნიკის შეძენის მიზნით, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა

დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი საქონლის ჩამონათვალისა და რაოდენობების ამსახველი დოკუმენტის (აღჭურვილობის ჩამონათვალი-შესავსები) ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.საქონლის სრული ღირებულების გადახდა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ფინანსური დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედდებული და ანგარიშ-ფაქტურა) წარმოდგენის შემდეგ (მაქსიმუმ ხუთი დღის ვადაში).

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები, უახლესი ამონაწერი რეესტრიდან);
** შევსებული უწყისი - ხარჯთაღრიცხვა (შენიშვნა: ერთეულის ფასი წარმოდგენილ უნდა იქნას დღგს-ს ჩათვლით);
** ნოუთბუქებზე საგარანტიო სერვისი უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 3 წელი;
** უპირატესობა მიენიჭება HP პროდუქციას.

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, სატენდერო წინადადება გამოაგზავნოთ: contact@sos-kd.ge ელ.ფოსტაზე და სათაურში მიუთითოთ "კომპიუტერული ტექნიკა".

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2024 წლის 13 სექტემბერი, 15:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზირი 11ა, თბილისი, 0160

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: contact@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |